თუ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით, ივლისი-აგვისტო-სექტემბერი იქნება ძალიან მსუბუქი - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 21:12 | 13.06.2021
ნანახია: 769

თუ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით, ივლისი-აგვისტო-სექტემბერი იქნება ძალიან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ეს გათამამების შესაძლებლობას არ იძლევა.

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა მეორე ტალღასთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ეს იოლად, ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, ვინც ამ დროს დაკარგა ოჯახის წევრები.

მაგრამ, თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით, ეს ივლისი-აგვისტო-სექტემბერი მაქსიმალურად, ქვეყანაში დარწმუნებული იყავით, რომ თუ იქნა ეს, იქნება ძალიან მსუბუქი,"- თქვა გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე