ფოთში მაშველებმა ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 12.06.2021
ნანახია: 876

ფოთში მაშველებმა 26 წლის მამაკაცის ცხედარს მიაგნეს, იგი 3 დღის წინ, ზღვაში ბანაობისას გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ზღვიდან გამოსვლა ძლიერი დინების გამო ვეღარ შეძლო. მაშველები სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკას იყენებდნენ, აქტიურად ხდებოდა სანაპირო ზოლის მონიტორინგიც, თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ღია ზღვაში იპოვეს.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მამაკაცი წყლის დინებამ ჯერ კიდევ სანაპირო ზოლიდან გაიტაცა. მისი გაუჩინარების შესახებ განცხადება შესაბამის ორგანოებში 4 ივნისს შევიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე