საქართველოში 5 000-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ

საქართველო, თბილისი - 12:27 | 11.06.2021
ნანახია: 894

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5012 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 37 842 ტესტირებით გამოვლინდა 695 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე