ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან ქალი გადავარდა

საქართველო, თბილისი - 22:58 | 09.06.2021
ნანახია: 423

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე "მაგნოლიას" საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ქალი გადმოვარდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილობრივების განცხადებით, დაშავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ქალაქში ტურისტად იმყოფებოდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე