საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 28.09.2015
ნანახია: 2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე დავიდ არტურ გრეინჯერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაიანას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაიანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპეტივები, მათ შორის, პოლიტიკურ და სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე