მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად ომბუდსმენის ოფისთან აქცია იმართება

საქართველო, თბილისი - 17:07 | 07.06.2021
ნანახია: 794

თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან, მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად, პრორუსული მედია ალტ-ინფოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციაზე პუტინისტი პოლიტიკოსი ლევან ვასაძეც იმყოფება.

პუტინისტური ძალები მოუწოდებენ ნინო ლომჯარიას გადადგომისკენ და სკანდირებენ "წადი".

ისინი აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევიან მედიის მიმართ და ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოსვლები აქვთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე