კვარიათში ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 15:31 | 05.06.2021
ნანახია: 570

მაშველები, მეორე დღეა, კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალქვეშ, ოპერაციაში ჩართულია დრონებიც.

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. გავრცელებული ვერსიით, შტორმის გამო მამაკაცმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე