იმედი მაქვს, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ ომბუდსმენს პანსიონში - ევროპარლამენტარი

საქართველო, თბილისი - 18:28 | 04.06.2021
ნანახია: 716

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ნინოწმინიდს პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ აუცილებელია, გამოძიება დაუყოვნელივ ჩატარდეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ დაუყოვნებლვ ჩატარდება გამოძიება და გაკეთდება განმარტებები, თუ რატომ არ უშვებენ დაწესებულებაში სახალხო დამცველს.

"ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ ომბუდსმენს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოიძიება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას", - წერს მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე