პოლიციელებმა გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხეს

საქართველო, თბილისი - 20:58 | 03.06.2021
ნანახია: 721

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ აქტივისტ გიგა მაქარაშვილს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოტეხა.

"გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს." - წერს სირცხვილია Facebook-ზე.

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით აქციაზე სულ 6 ადამიანია დაკავებული. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე