ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე გიგა მაქარაშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:00 | 03.06.2021
ნანახია: 621

დააკავეს სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ აქციაზე, რომელიც პროკურატურასთან იმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაა. 

აქტივისტები პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდნენ და შენობაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქტივისტებს გამოტანილი აქვთ ბანერები "დაიხუროს ჯოჯოხეთი", "სად არიან ბავშვები", "ანაფორა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს". აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილები და პროკურატურისგან რეაგირებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

ფოტო: ფორმულა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე