მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები - საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ საქმეებზე

საქართველო, თბილისი - 16:49 | 03.06.2021
ნანახია: 478

"სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიმართავს შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე