კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 03.06.2021
ნანახია: 579

დღეს, 2021 წლის 3 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ბატონი დენის შმიგალი ესტუმრა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობით სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე