ქართველი კაცი ნაციონალების, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 16:45 | 01.06.2021
ნანახია: 763

დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა არ მოსწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების, მითუმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა.

"ეს ორი პარტია რომ არ იყოს, აი, ოცნება და ნაცმოძრაობა, ალბათ ჩატარდებოდა უფრო სხვანაირი არჩევნები. აი, შერიგებული ვარიანტი რომ განვიხილოთ, ალბათ ყველა ღირსეული პიროვნება, ყველა პარტიიდან, გარეთ რომ არიან, ყველა მოხვდებოდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა არ მოსწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების დაბრუნებას, მითუმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით", - თქვა მეუფემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე