მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან ისევ იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:06 | 01.06.2021
ნანახია: 656

მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან ისევ იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურდება, არის პროგნოზები, რომლის მიხედვითაც, აგვისტოდან შესაძლოა ვირუსის ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს.

"მოგეხსენებათ,ზოგადად ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში დამშვიდებისკენ მიდის. შემთხვევათა რაოდენობა ყველაგან იკლებს და ეს დაღმასვლა გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ სხვადასხვა ინსტიტუტის პროგნოზირების მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან ისევ იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა. ყველა რეკომენდაციას თუ დავიცავთ, ამის ალბათობა ნაკლები იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევების ზრდის რისკი და ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე