ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა ან შემცირება ჯერჯერობით არ იგეგმება

საქართველო, თბილისი - 15:26 | 31.05.2021
ნანახია: 930

ჯერჯერობით ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა ან შემცირება არ იგეგმება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კომენდანტის საათი გაუქმდეს ან შემცირდეს.

"გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში საკოორდინაციო საბჭო იღებს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

დაინფიცირებულთა რაოდენობა გუშინ 1 000-ზე მეტი იყო, დღეს კი 360 შემთხვევა გვაქვს. ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კომენდანტის გაუქმების შესაძლებლობა განვიხილოთ, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე