აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპელ მაღალჩინოსნებს ფარულად უსმენდა
საქართველო, თბილისი - 13:21 | 31.05.2021 ნანახია: 900
დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (FE) საიდუმლო შიდა გამოძიების (კოდური სახელწოდებით „ოპერაცია დუნჰამერი“) თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებდა FE-სთან თანამშრომლობას, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია დანიის წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენების მეშვეობით, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ანგელა მერკელის, მოსმენისა და ჯაშუშობის მიზნით,
გამოძიება ტარდებოდა აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოსგან ფარულად, FE-ს სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ ჰაკერები და ანალიტიკოსები. მათ შეისწავლეს დანიურ-ამერიკული პროფილური სამსახურების ურთიერთქმედების სპეციფიკა. სამუშაო ჯგუფის დასკვნა 30 მაისს დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, შვედეთის ტელესამაუწყებლო ორგანიზაცია SVT-თან, ნორვეგიის მაუწყებლის, გერმანიის Süddeutsche Zeitung-ის, NDR-ის, WDR -ისა და ფრანგულ Le Monde-თან თანამშრომლობის შედეგად გამოაქვეყნა.
ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრხოების სააგენტო უთვალთვალებდა ანგელა მერკელს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, როდესაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ასევე კანცლერობის კანდიდატს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან პერ შტაინბრიუხს.
საიდუმლო ანგარიში 2015 წელს მომზადდა. FE-ს სამუშაო ჯგუფის დასკვნა მოიცავს 2012-2014 წლების პერიოდს. ის დანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობას 2015 წელს გადაეცა. ჟურნალისტები რამდენჯერმე შეხვდნენ სხვადასხვა წყაროს, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ FE-ს საიდუმლო ინფორმაციებთან.
გამომძიებლების მონაცემებით, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტომ მოიპოვა ყველა ტექსტური შეტყობინება და სატელეფონო ზარი, რომლებიც დანიის ინტერნეტ-სადენებით გადაიცემოდა. მიყურადება ხდებოდა ნორვეგიელი, შვედი, გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ.
გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ანგელა მერკელი აღნიშნულის შესახებ დეტალურად არის ინფორმირებული.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















