"არ შეგარჩენთ 20 ივნისს" - გახარიას პარტიის პრეზენტაციის ფონზე აქტივისტები აქციას მართავენ

საქართველო, თბილისი - 16:56 | 29.05.2021
ნანახია: 677

"არ შეგარჩენთ 20 ივნისს". – გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის ღამისთვის.

გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის", პრეზენტაცია 17:00 საათზე, ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. ადგილზე ყოფილი პრემიერ მინისტრის მხარდამჭერები იკრიბებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე