კანადაში ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 10:12 | 27.05.2021
ნანახია: 669

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა.

ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: "კახური მრავალჟამიერი", "შენ ხარ ვენახი" და "ჩაკრულო".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე