GDI შსს-ს მოუწოდებს გაატაროს სათანადო ზომები რესპუბლიკის მოედანზე აქტივისტებზე თავდამსხმელების მიმართ

საქართველო, თბილისი - 17:50 | 24.05.2021
ნანახია: 495

GDI (“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”) ეხმიანება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფის მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე ჰომოფობიური შინაარსის თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, გაატაროს სათანადო ზომები სავარაუდო თავდასხმელთა წინააღმდეგ.

"ეს არ არის გურამ ფალავანდიშვილთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურების და სამოქალაქო პირებზე თავდასხმის პირველი ფაქტი, თუმცა სამწუხაროდ, შსს-ს არც ერთ მსგავს შემთხვევაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია. აშკარაა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ე.წ. სიძულვილის ჯგუფების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას და მათ დასჯას, რითაც კვლავ მშვიდობიან აქტივისტთა სამოქალაქო უფლებები ირღვევა, ხოლო მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ექცევა", - წერია განცხადებაში.

24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს იქ მყოფმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორია დაატოვებინეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე