ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 24.05.2021
ნანახია: 530

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. ისინი გზას გადაკეტვასა და თავიანთი პოზიციების დაფიქსირებას.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გოლეთიანის თქმით, ისინი კუჭავას ორი პირობით შეხვდებოდნენ: თუ ის აქციის ყველა მონაწილეს პარლამენტის შენობის უკანა მხარეს შეხვდებოდა ან შეხვედრა გაიმართებოდა პარლამენტში მედიის თანდასწრებით.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიერ შეთავაზებული შეხვედრის ფორმატი არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. კუჭავა ამბობს, რომ შეუძლებელია ეს საკითხები ასეულობით ადამიანთან ერთად იყოს განხილული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე