პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შემოგვთავაზა - ვარლამ გოლეთიანი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 24.05.2021
ნანახია: 526

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

"ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, გამოსვლების შემდეგ მას რა აქვს სათქმელი ჩვენთვის, მაგრამ უბრლაოდ გვინდა ეს საკითხები ერთად გავიაროთ, ვინც აქ ვართ, და ერთად გადავწყვიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილება". – თქვა გოლეთიანმა.

მეორე დღეა, თბილისში, რეპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე