თელავში 17 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:26 | 20.05.2021
ნანახია: 721

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში 17 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც თანატოლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

არასრულწლოვანი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე