ბორჯომის გაფიცულმა თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 20.05.2021
ნანახია: 557

კომპანია "ბორჯომის" გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი ბორჯომის პირველი ქარხნიდან, მეორე ქარხნისკენ ფეხით გაემართნენ. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მათი თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მსვლელობის დაწყებამდე გაფიცული თანამშრომლები კომპანია "ბორჯომის" პირველ ქარხანასთან იყვნენ შეკრებილი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის წარმომადგენელი მივიდა და მათ მოუწოდა, რომ მენეჯმენტთან მოლაპარაკებები პროფკავშირების გარეშე დაეწყოთ. თანამშრომლებმა მედიატორის შეთავაზებაზე უარი თქვეს.

აქციის მონაწილეები ხვალ 21 მაისს 16:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

ფოტო: მთავარი არხი

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე