"ქურდებს სიცოცხლე" - წარწერა, რომელიც 51-ე სკოლის დაფაზე, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს დახვდა

საქართველო, თბილისი - 18:45 | 19.05.2021
ნანახია: 793

"Жизнь ворам ("ქურდებს სიცოცხლე") - მსგავსი შინაარსის წარწერა დაახვედრეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძეს.

"Жизнь ворам" - ეწერა ერთ-ერთი კლასის დაფაზე, მაშინ, როცა გელაძე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა.

მანდატურის სამსახურს ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუკეთებია. სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე