ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ანტიოქიის პატრიარქმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:46 | 19.05.2021
ნანახია: 983

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა იოანე მეათემ დამასკოში, საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "პატრიარქმა მიიღო აფხაზეთის სახელმწიფო დელეგაცია და რესპუბლიკის პრეზიდენტი".

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია სირიაში იმყოფება. გასულ დღეებში ბჟანია სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. გასული წლის ოქტომბერში, დამასკოში აფხაზეთის "საელჩო" გაიხსნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე