"ბორჯომის" ქარხნის მუშები გაიფიცნენ

საქართველო, თბილისი - 12:08 | 18.05.2021
ნანახია: 478

დღეს, დილის 10:00 საათიდან, ბორჯომის ქარხნის მუშები გაიფიცნენ.

გაფიცვის აქციის ფარგლებში მთლიანი ქარხანა გაჩერდება.

კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21 დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულებმა კანონიეირ გაფიცვა დაიწყეს.

დასაქმებულები მოითხოვენ ხელფასის გაზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

ქარხნის მუშების ინფორმაციით, კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე