პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის მეთაური დაესწრება

საქართველო, თბილისი - 13:56 | 01.02.2016
ნანახია: 1618

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში განმარტავენ, პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.

„პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე”, აცხადებენ სახელმწიფო კანცელარიაში.
შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვლენოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე