აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის

საქართველო, თბილისი - 18:34 | 17.05.2021
ნანახია: 853

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს ამერიკული მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და სპეციალურ შეიარაღებას  735 მლნ დოლარად მიჰყიდის. ინფორმაციას Washington Post-ი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ისრაელისთვის 735 მლნ დოლარად იარაღის მიყიდვის შესახებ“, - იუწყება გამოცემა.

მისი ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს გარიგების შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ 5 მაისს აცნობეს.

დაპირისპირება ისრაელსა და ჰამასს შორის უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ტერორისტებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზაში ბოლო მონაცემებით, 220 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელში ჰამასის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე