მამაკაცი შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - რა მოხდა ქავთარაძის ქუჩაზე?

საქართველო, თბილისი - 13:50 | 01.02.2016
ნანახია: 1738

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი  შვილთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე