გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს
საქართველო, თბილისი - 12:51 | 01.02.2016 ნანახია: 1895საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება –აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.
ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრეთ მთავრობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნო. პრემიერს განმარტებით, მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალეა და საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. საჭიროდ მიგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს კონსენსუსისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე. ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებსაც შეეხო.
„ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას. კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე. საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს - ჩვენს ხალხს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ფორუმი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ და ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
პოლიტიკა
- საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება
- კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან, ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - სახალხო დამცველი
- თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს - კობახიძე
- წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ - საია-ს თავმჯდომარე
საზოგადოება
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მსოფლიო
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















