პიკასოს ნახატი აუქციონზე 103 მილიონ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 20:09 | 14.05.2021
ნანახია: 838

სახელგანთქმული ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნახატი "ქალი ფანჯარასთან" ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე 103 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლის განმარტებით, უშუალოდ ნახატის ღირებულება 90 მილიონი დოლარია, ხოლო ყველა დამატებით გადასახადისა და საკომისიოს გათვალისწინებით, მყიდველი მასში 103 მილიონ დოლარს გადაიხდის.

გენიალური მხატვრის ნახატი, რომელზეც პიკასოს ერთ-ერთი მუზა მარია-ტერეზა უოლტერია გამოსახული, აუქციონის დაწყებიდან 19 წუთში გაიყიდა. აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 55 მილიონი დოლარი იყო.

"ქალი ფანჯარასთან" პიკასოს მე-5 ნახატია, რომელიც აუქციონზე 100 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. პიკასო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მხატვართა შორის, რომელთა ნამუშევრებშიც 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხდიათ.

2015 წელს პიკასოს ერთ-ერთ ნამუშევარში "ალჟირელი ქალები" რეკორდული ფასი, 179.4 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ალჟირელი ქალები




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე