ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა
საქართველო, თბილისი - 11:01 | 14.05.2021 ნანახია: 1141
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო დანაყოფების დახმარებით, გასული ღამის განმავლობაში პალესტინის ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფებების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა. ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 160 თვითმფრინავი 40 წუთის განმავლობაში 150 ობიექტს ერთდროულად უტევდა. მისი თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან ეს იყო უმსხვილესი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სახმელეთო დანაყოფები. მისივე თქმით, არცერთი ისრაელელი ჯარისკაცი ღაზას სექტორში არ შესულა. როგორც კონრიკუსმა აღნიშნა, იერიშების სამიზნეს წარმოადგენდა ასობით გვირაბი, რომლებსაც ტერორისტები ტრანსპორტირებისა და თავშესაფრებისთვის იყენებენ.
მისი თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ისრაელის არმიის პრესსამსახურის ინგლისურენოვან ინფორმაციაში, უზუსტობა გაიპარა. შეკითხვაზე აპირებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ღაზას სექტორში, კონრიკუსმა უპასუხა, რომ არმიას აქვს გეგმები, მაგრამ ამაზე ინფორმაციას ჟურნალიტებს ვერ მიაწვდის.
როგორც კონრიკუსმა აღნიშნა, ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე 10 მაისის შემდეგ 1 800-ზე მეტი რაკეტა ისროლა, მათგან 430 ღაზის ტერიტორიაზე ჩავარდა. რაკეტების 90 პროცენტი რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. ისრაელის მხარეს, გარდაცვლილია 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი სამხედრო.
ღაზაში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს, ბოლო მონაცემებით, 118 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია. ისრაელის განცხადებით, თავდაცვის ძალების სამიზნეს ტერორისტების ობიექტები წარმოადგენს.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















