ისრაელის საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 13.05.2021
ნანახია: 526

ისრაელის საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, დაშავდა 487 ადამიანი.

ღაზას სექტორის მოსაზღვრე რაიონებში სიტუაცია ორშაბათს, 10 მაისიდან გამწვავდა, პალესტინის დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით ღაზადან 1600-მდე რაკეტა ისროლეს, რომელთა უმეტესობა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ესკალაციის დაწყებიდან დაიღუპა ისრაელის 6 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო. ისრაელმა ღაზას სექტროში ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის 600 სამიზე გაანადგურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე