დღეს, 20:00 საათიდან, Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 11:30 | 12.05.2021
ნანახია: 535

დღეს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.

12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს, ხოლო იმ მოქალაქეებს რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე - 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20.00 საათიდან.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე