სამტრედიაში 3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 19:00 | 11.05.2021
ნანახია: 729

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა. დედამ კი ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გარდაცვლილი ნახა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე