"ასტრაზენეკას" ვაქცინით 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აიცრებიან

საქართველო, თბილისი - 16:12 | 11.05.2021
ნანახია: 498

"ასტრაზენეკას" ვაქცინით 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აიცრებიან. აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ "ასტრაზენეკასთვის" ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად, ხვალ, დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან უკვე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები შეძლებენ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღემდე "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე