საქართველოში ვაქცინის ორივე დოზით 9 512 ადამიანი აიცრა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 08.05.2021
ნანახია: 522

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-ვაქცინაციით 22 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

უწყების ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 22 090 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. მოგვიანებით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო არიან 55+ ასაკის მოსახლეობა, ასევე ორგანოგადანერგილი და დიალიზზე მყოფი ადამიანები.

ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს და Pfizer-ის პრეპარატებით. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩინური "სინოფარმის" პრეპარატის გამოყენებაც.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე