დეკანოზი გიორგი ჩაჩავა ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველო, თბილისი - 18:15 | 06.05.2021
ნანახია: 667

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა აიცრა. მან ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა. დეკანოზი პირველი სასულიერო პირია, რომელიც საჯაროდ აიცრა.

"ერთი წელიწადია ქვეყანა გაჩერებულია. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რომ ქვეყანა გაიხსნას და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ კალაპოტს", - ამბობს მამაო.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით შავრაზმულმა პროპაგანდამ იმუშავა.

"ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, ინტერნეტი გაივსო ამით. აღარ წავალ ძალიან შორს, საიდან მოდის და ვისგან მოდის, ძალიან კარგად ვიცით. სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას და დავუბრუნდეთ ჩვეულ კალაპოტს",- თქვა მამაომ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე