მედიის წარმომადგენლებს მივცემთ ფართო შესაძლელობას ვაქცინის შერჩევისას - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 16:21 | 06.05.2021
ნანახია: 935

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის ფართო შესაძლებლობა მიეცემათ.

მისივე თქმით, მუშავდება კონკრეტული პროექტი, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდა მედიასაშულებების წარმომადგენლების აცრა.

"მედიასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ.

ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლელობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე მოვმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების წარმომადგენლების აცრა", - თქვა მინისტრმა "დღის კურიერში".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე