ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია - ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 16:10 | 06.05.2021
ნანახია: 566

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია.

"უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს და სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს 1-დან 2%-ს. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და სწორედ ამიტომ, მიზანი არის, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 317 719-ს შეადგენს. აქედან 297 676 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 227 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 1806 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე