საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 06.05.2021
ნანახია: 479

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 317 719-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.59%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 297 676-მდე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე