დავით გარეჯში ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 18:40 | 04.05.2021
ნანახია: 601

დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი სასულიერო პირები სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დამტვრეულია "მთავარი არხის" კამერა და ტექნიკაც.

როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი ყვება, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. ჟურნალისტის თქმით, ადგილზე იყო სასაზღვრო პოლიციაც, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია.

გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ადგილი დატოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე