საქართველოს მოსახლეობის 20%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს და შესაბამისად ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტია - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 10:54 | 04.05.2021
ნანახია: 532

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მარტი-აპრილის თვეებთან შედარებით ეპიდსუტუაცია გაუარესებულია, თუმცა მართვას ექვემდებარება. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტია.

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.

საქართველოში საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე