6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა

საქართველო, თბილისი - 22:25 | 03.05.2021
ნანახია: 832

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე