ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 31.01.2016
ნანახია: 1657

ხელვაჩაურში მდინარე ჭოროხის მიმდებარედ ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივებმა დღეს, დილით აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ამ დროისთვის ცხედარი გადასვენებულია ბათუმის პროზექტურაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე