ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 03.05.2021
ნანახია: 617

დღეს, 3 მაისს, ბათუმში COVID-19-ით 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა ''ბიემსში'' 4 აპრილს შეიყვანეს.

უწყების ცნობით, ქალს ანამნეზში აღენიშნებოდა - ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა და პნევმონია.

პაციენტს მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა.

"პაციენტს მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე