დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 15:56 | 02.05.2021
ნანახია: 709

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ქრისტე აღდგა! ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის; და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.

ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი. ჩვენთან არს ღმერთი!“,- ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე