საქართველოში "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა

საქართველო, თბილისი - 22:38 | 29.04.2021
ნანახია: 719

"სინოვაკის" ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო. ვაქცინებით დატვირთული "ვიზეარის" თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში "სინოვაკის" ვაქცინის ჩამოტანას ეხმაურება და ჩინეთის ხელისუფლებას გაღებული საჩუქრისთვის მადლობას უხდის.

"ჩინეთის ნაჩუქარი "სინოვაკის" ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ", - წერს ზალკალიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე