გვაქვს მოლოდინი, რომ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი დაიკლებს - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 23:00 | 28.04.2021
ნანახია: 659

ორი კვირის წინ გვქონდა ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და ეს კოეფიციენტი შევამცირეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"დადებითობის მაჩვენებლის გარდა, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შეფასებაც. ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ პერიოდში იქნებოდა ინფექციის გავრცელების ზრდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და ეს კოეფიციენტი შევამცირეთ. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითობის მაჩვენებელი დაიკლებს. შესაძლოა მოვახერხოთ და პიკური მაჩვენებლის გარეშე ვმართოთ ეს ტალღა,"- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე