გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 27.04.2021
ნანახია: 660

გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. რურუას ციხის კართან ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

"პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელიამ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა. მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ", - განაცხადა რურუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე